UN Conference on Trade and Development - UNCTAD

UN Conference on Trade and Development - UNCTAD
გაეროს კონფერენცია ვაჭრობასა და განვითარებაზე - გაეროს გენერალური ასამბლეის ძირითადი ორგანო ვაჭრობისა და განვითარების საკითხებში. იგი დაფუძნდა როგორც მუდმივი მთავრობათაშორისო ორგანო 1964 წელს ჟენევაში ჩატარებული კონფერენციის პირველ სესიაზე. მისი დაფუძნება მიზნად ისახავდა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და ეკონომიკურ განვითარებას, პირველ რიგში, განვითარებად ქვეყნებში. უნკტადი თავის მანდატს ახორციელებს შემდეგი მეთოდებით: პოლიტიკის ანალიზი, პრობლემის განხილვა, კონსენსუსის მიღწევა და მთავრობათაშორისო დონეზე მოლაპარაკებების გამართვა, კონტროლის განხორციელება, პრაქტიკული მუშაობა და ტექნიკური თანამშრომლობა. უნკტადის წევრ სახელმწიფოებს სურთ მიაღწიონ სტაბილურ, მდგრად ზრდას ყველა ქვეყანაში და ეკონომიკური განვითარების დაჩქარებას განვითარებად ქვეყნებში, რათა ყველამ ისარგებლოს წარმატებებით სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში. უნკტადის შემადგენლობაში შედის 188 სახელმწიფო. დამკვირვებლების სტატუსით სარგებლობენ მთავრობათაშორისი და არასამთავრობო ორგანიზაციები. მისი სამდივნო არის ჟენევაში. უმაღლესი ორგანოა კონფერენცია. როგორც წესი, კონფერენცია ატარებს სესიებს მინისტრების დონეზე ოთხ წელიწადში ერთხელ პოლიტიკის ძირითადი პრინციპების შესამუშავებლად. უნკტადი ფინანსდება გაეროს რეგულარული ბიუჯეტიდან. მისი წლიური ბიუჯეტი ოპერაციული საქმიანობისათვის შეადგენს დაახლოებით 55 მილიონ აშშ დოლარს. თავისი არსებობის პერიოდში უნკტადმა შეძლო მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება, რომლებიც, პირველ რიგში, განვითარებადი ქვეყნების ინტერესებს შეესაბამება. მიღწეულ იქნა შეთანხმებები პირველადი წარმოების (ნედლეული) საქონლის სფეროში და შეიქმნა კვლევითი ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებულია ნედლეულის მწარმოებელი და ნედლეულის მომხმარებელი ქვეყნებით; მიღებული იქნა შეღავათთა განზოგადოებული სისტემა (Generalized System of Preferences), რომელიც ითვალისწინებს განვითარებული სახელმწიფოების მიერ განვითარებადი ქვეყნებისათვის სატარიფო შეღავათების მინიჭებას - ცხრამეტმა განვითარებულმა სახელმწიფომ 10 წლით ცალმხრივად მოხსნა საბაჟო გადასახადები განვითარებადი ქვეყნების გადაუმუშავებელ და ნახევრადგადაუმუშავებელ პროდუქციაზე, (შეთანხმება მოქმედებს 1971 წლიდან); მიღებულია რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს განვითარების მიზნით დაბალშემოსავლიანი განვითარებადი ქვეყნებისათვის დავალიანების რეტროაქტიულ კორექტირებას (მოქმედებს 1978 წლიდან); შემუშავებულია დავალიანების რესტრუქტურიზაციის სფეროში საერთაშორისო ზომების სახელმძღვანელო პრინციპები (1980წ.) და სხვ. გარდა ამისა, უნკტადმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ნაკლებად განვითარებული ქვეყნების (Less Developed Countries) მობილიზაციის საქმეში. ამ თემას მიეძღვნა უნკტადის მიერ ორგანიზებული რამოდენიმე კონფერენცია, სადაც შემუშავდა სამოქმედო გეგმა ნაკლებად განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად. მიუხედავად ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა, გაეროს კონფერენციამ ვაჭრობასა და განვითარებაზე ვერ შეძლო მთელი რიგი დასახული პრობლემების გადაჭრა, და კვლავ ბევრია გასაკეთებელი განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური აღმავლობისთვის.
Source: ჟვანია ნინო. საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ნინო ჟვანია ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006 - 74გვ.; 29სმ. - (სოციალურ მეცნიერებათა სერია) - რეზ. ინგლ. ენ. - ISBN 99940-872-2-3 : [ფ.ა.]

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Полезное


Смотреть что такое "UN Conference on Trade and Development - UNCTAD" в других словарях:

  • United Nations Conference on Trade and Development (UNCTAD) — Organ of the United Nations General Assembly, created in 1964 to promote international trade. Its highest policy making body, the Conference, meets every four years; when the Conference is not in session, the organization is run by its executive… …   Universalium

  • United Nations Conference on Trade and Development — The United Nations Conference on Trade and Development (UNCTAD) was established in 1964 as a permanent intergovernmental body. It is the principal organ of the United Nations General Assembly dealing with trade, investment and development… …   Wikipedia

  • United Nations Conference on Trade and Development — Die Konferenz der Vereinten Nationen für Handel und Entwicklung (kurz Welthandels und Entwicklungskonferenz; engl.: United Nations Conference on Trade and Development, UNCTAD; franz.: Conférence des Nations unies sur le commerce et le… …   Deutsch Wikipedia

  • United Nations Conference on Trade and Development — Uˌnited ˌNations ˌConference on ˌTrade and Deˈvelopment abbreviation UNCTAD noun ECONOMICS ORGANIZATIONS an organization set up by the United Nations in 1964 to encourage international trade, especially by helping Developing Countries to increase …   Financial and business terms

  • United Nations Conference on Trade and Development — ▪ international organization       permanent organ of the United Nations (UN) General Assembly, established in 1964 to promote trade, investment, and development in developing countries. Headquartered in Geneva, Switzerland, UNCTAD has… …   Universalium

  • United Nations Conference on Trade and Development — UNCTAD A permanent organization set up by the UN in 1964 to encourage international trade, particularly to help developing countries to finance their exports. Under its auspices the UN Common Fund for Commodities (CFC) was established in 1989 to… …   Big dictionary of business and management

  • United Nations Conference on Trade and Development — ⇡ UNCTAD …   Lexikon der Economics

  • UNCTAD — abbr. United Nations Conference on Trade and Development. * * * UNCTAD /ungkˈtad/ abbrev United Nations Conference on Trade and Development * * * UNCTAD (no periods), United Nations Conference on Trade and Development. * * * [ əngkˌtad] abbr.… …   Useful english dictionary

  • UNCTAD — Die Konferenz der Vereinten Nationen für Handel und Entwicklung (kurz Welthandels und Entwicklungskonferenz; engl.: United Nations Conference on Trade and Development, UNCTAD; franz.: Conférence des Nations unies sur le commerce et le… …   Deutsch Wikipedia

  • UNCTAD — United Nations Conference on Trade and Development Short Dictionary of (mostly American) Legal Terms and Abbreviations …   Law dictionary


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»